Gorelli

შ.პ.ს “გორელლი“ დაარსდა 1997 წელს შიდა ქართლში - ქალაქ გორში. აქედან დაიწყო ახალი ერა ქარხნის ცხოვრებაში: ქარხანა გადაიარაღდა, განახლდა ტექნოლოგიური ციკლის ყველა ეტაპის შესაბამისად. სრულად განახლდა ყურძნის გადამუშავების ტექნოლოგიები, ღვინის მასალის შენახვის შესაძლებლობები. წითელი და თეთრი ღვინის, ბრენდი, ყურძნის გადამუშავება, მისი ფილტრაცია და ჩამოსხმა ხდება უახლესი დანადგრებით. თანამედროვე დონეზეა აღჭურვილი ქარხნის ლაბორატორიაც, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ამოწმებენ პროდუქციის ხარისხს მისი გადამუშავების ყოველ ეტაპზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღვინის ეკოლოგიურ სისუფთავეს.

ქარხანაში გამოყენებული მოწყობილობები დამზადებულია ამ სფეროში მომუშავე ევროპული კომპანიების მიერ. განხორციელდა ასევე ღვინის ჩამოსხმის პროცესის კარდინალური ცვლილება. რეგულირდება ღვინის ფერმენტაციის ტემპერატურა. გარდა ცნობილი ქართული ღვინოებისა, კომპანია „გორელლი“ აწარმოებს სხვადასხვა კლასის ღვინოებს საკუთარი ტექნოლოგიური ინსტრუქციებით, როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული (ქვევრის) მეთოდებით.

შ.პ.ს. „გორელლი“ თავის პროდუქციის ექსპორტს ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე: ევროპის, ჩინეთის, აშშ-ს, რუსეთის და სხვა. კომპანიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.